|
2016-06-10 10:25:44, 819 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტრო 13 ივნისის ტრაგედიისადმი მიძღვნილ გამოფენას გამართავს
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ივნისის ტრაგედიის დაძლევაში ქართული ჯარის მონაწილეობის თემაზე ზოოპარკში და ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე ფოტოგამოფენის მოწყობას გეგმავს. როგორც „ექსპრესნიუსს“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვინც ერთი წლის წინ სტიქიის ზონაში სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობა საკუთარ ფოტოობიექტივით ასახა. მათივე ცნობით, სამინისტრო საუკეთესო ნამუშევრებს 13 ივნისს ზოოპარკში დაგეგმილ ღონისძიებაზე - უწყების ფოტოგრაფების მიერ გადაღებულ ფოტოებთან ერთად გამოფენს. ცნობისთვის, 13 ივნისს თბილისში მომხდარი წყალდიდობიდან ერთი წელი სრულდება. სტიქიით გამოწვეული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებში სხვა უწყებებთან ერთად საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფები და სამხედრო ტექნიკა 24-საათიან რეჟიმში მუშაობდა. დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ, ფოტოები გამოგზავნონ 11 ივნისის 18:00 სთ-მდე თავდაცვის სამინისტროს ელექტრონულ ფოსტაზე - pr@mod.gov.ge
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)