|
2016-06-06 18:30:50, 845 ნახვა
სამხედრო
ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს
პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსის დასკვნითი ფაზა მიმდინარეობს. საქართველოსა და აშშ-ის ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე ზაფხულის საბაზისო კურსზე აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის 33 კადეტია მოწვეული. ზაფხულის საბაზისო კურსი 3-კვირიან მომზადებას მოიცავს და 10 ივნისს დასრულდება. კურსის განმავლობაში ამერიკელი კადეტები სამთო-ტექნიკურ უნარ-ჩვევებს დახვეწენ. მსმენელები მთასა და მაღალ მთაში გადაადგილების პრინციპებს, სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებს, ასევე, დაბრკოლების ზოლის გადალახვას, კლდიდან დაშვებას, ექსტრემალურ პირობებში პირველადი დახმარების აღმოჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობენ. სწავლების ბოლოს აშშ-ის რეზერვის ოფიცრის მომზადების კორპუსის კადეტები კომპლექსურ და ფიზიკურ ტესტს ჩააბარებენ. ტესტირების წარმატებით გავლის შემთხვევაში კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები და სამკერდე ნიშნები გადაეცემათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)