|
2015-02-26 18:53:13, 603 ნახვა
საზოგადოება
მერია დავით ნარმანიას ავტომანქანასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
თბილისის მერის დავით ნარმანიას ავტომანქანასთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერია განცხადებას ავრცელებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს, ავტომანქანა, რომლითაც დედაქალაქის მერი დავით ნარმანია გადაადგილდება, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2011 წელს შეიძინა და ის საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მეუღლის - სანდრა რულოვსის მშობლებს ემსახურებოდა. „იმის გამო, რომ დედაქალაქის მერი კანონით სარგებლობს დაცვის მომსახურებით, სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა 2014 წლის ოქტომბერში აღნიშნული ავტომანქანა თბილისის მერის დაცვის სამსახურისთვის გამოყო და მისი ექსპლუატაციის ხარჯებსაც თავად ფარავს. სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალება თბილისის მერს არ ემსახურება“,-ნათქვამია მერიის განცხადებაში. ამასთან, 25 თებერვალს საკრებულოს წევრმა სევდია უგრეხელიძემ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ მიერ ჩატარებული კვლევის კომენტირებისას განაცხადა, რომ თბილისის მერი დავით ნარმანია მოძრაობს 100 ათას დოლარიანი მანქანით, რომელიც მისთვის სახელმწიფო დაცვის სპეციალურმა სამსახურმა შეიძინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)