|
2015-02-26 16:20:11, 1057 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოსა და მოლდოვას შორის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება
საქართველოსა და მოლდოვის რესპუბლიკას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის ინტენსივობის ამაღლების მიზნით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის შექმნა იგეგმება, - მზაობა აღნიშნულ საკითხზე საქართველოსა და მოლდოვის პრემიერ-მინისტრებმა დღევანდელ შეხვედრაზე გამოთქვეს, რომელიც ბრიუსელში ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მოლდოველ კოლეგას, კირილ გაბურიჩის, თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მოლდოვასთან ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების იმედი გამოთქვა. როგორც ღარიბაშვილმა გაცახადა, საქართველოსთვის პრიორიტეტულია თანამშრომლობა ევროინტეგრაციისა და სავიზო ლიბერალიზაციის საკითხებზე გამოცდილების გაზიარების თვალსაზრისით. გარდა ამისა, შეხვედრაზე ხაზი გაესვა ორი ქვეყნის წარმატებულ თანამშრომლობას საბაჟო და სამართალდამცავ სფეროში გამოცდილების გაზიარების მიმართულებით. ამასთან, მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)