|
2016-05-30 18:12:35, 897 ნახვა
სამხედრო
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა
სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თავდაცვის სამინისტროში იმყოფებოდა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლუკას პარიზეკს საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში თავდაცვის მინისტრის მრჩეველმა, შოთა ღვინერიამ უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეს ვიზიტი საქართველოსა და სლოვაკეთის რესპუბლიკას შორის მეგობრული ურთიერთობის დადასტურებაა. ლუკას პარიზეკმა საქართველოს მიმართ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერა გამოხატა და გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის პროცესში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა. შოთა ღვინერიამ სტუმარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა ნატოს ვარშავის სამიტი, სამიტისთვის მზადება, მოლოდინები და შესაძლო შედეგები იყო. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხსაც შეეხო. ყურადღება სამხედრო განათლების მიმართულებით თანამშრომლობის გაღრმავებაზე გამახვილდა. ლუკას პარიზეკი საქართველოში სლოვაკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან, ანდრეი კისკასთან ერთად, ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)