|
2015-02-26 11:09:53, 1137 ნახვა
ეკონომიკა
"საქართველოს ბანკი" დოლარში სესხის მქონე მომხმარებლებს ახალ პირობებს სთავაზობს
„საქართველოს ბანკის“ მომხმარებელ ფიზიკურ პირებს, ვისაც შემოსავალი ეროვნულ ვალუტაში, სესხი კი, აშშ დოლარში აქვთ აღებული, კარგი საკრედიტო ისტორიის შემთხვევაში, მათ სურვილისამებრ შეუძლიათ ბანკს მიმართონ, რომელიც ავტომატურად გაუგრძელებს სესხის ვადას. როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „საქართველოს ბაკნის“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა განაცხადა, ზემოთ აღნიშნული მომხმარებელს შესაძლებლობას მისცემს, ლარში ყოველთვიურად გადაიხადოს იგივე თანხა, რასაც დევალვაციამდე იხდიდა. მისივე თქმით, მომხმარებელს არსებული საპროცენტო განაკვეთი შეუნარჩუნდება. ამასთან, გილაურმა აღნიშნა, რომ გადაწყვეტილებები მათ მომხმარებლის ინტერესების დაცვის მიზნით მიიღეს. „კაპიტალის მდგომარეობა და გრძელვადიან რესურსებზე წვდომა საშუალებას აძლევს ბანკს, მომხმარებელს ხსენებული წინადადება შესთავაზოს“, – განაცხადა ირაკლი გილაურმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)