|
2016-05-28 10:17:55, 919 ნახვა
რეგიონი
შსს-ს მაშველებმა თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს კახეთის სახანძრო-სამაშველო განყოფილების და თბილისის განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველებმა, წარმატებით ჩატარებული სამაშველო ღონისძიების შედეგად, თუშეთში მწყემსი გადაარჩინეს. უწყების ინფორმაციით, გადაუდებელი დახმარების ოპერატიული მართვის ცენტრ „112“-ში შევიდა შეტყობინება იმის შესახებ, რომ თუშეთში, სოფელ შავწყალაში, ადგილობრივი მწყემსი ღრმა ხევში ჩავარდა და დახმარებას საჭიროებდა. „შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად გამოცხადდა სამაშველო ჯგუფი. ღონისძიებაში ჩაერთო შსს–ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენიც. მაშველებმა მწყემსი მალევე იპოვეს და ხევიდან უვნებლად ამოყვანეს. მამაკაცს ხევში ჩავარდნის დროს მცირე ტრავმები ჰქონდა მიღებული. იგი ვერტმფრენით თბილისში გადმოიყვანეს და საავადმყოფოში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)