|
2015-02-25 14:39:17, 1069 ნახვა
ეკონომიკა
ნოდარ ხადურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გარე ფაქტორებმა გამოიწვია
ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის შეფასებით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შემცირება გარე ფაქტორებმა გამოიწვია. „როდესაც ბიუჯეტი დავამტკიცეთ აბსოლუტურად სხვა გარე ფაქტორი არსებობდა. ქვეყანაში დღეისათვის სიტუაცია შეიცვალა, არამხოლოდ ლარის კურსის ცვალებადობა, არამედ სავაჭრო პარტნიორების გაცვლითი კურსის ცვალებადობა სერიოზული ფაქტორია ეკონომიკის განვითარებაში“,-აღნიშნა ხადურმა. მისივე თქმით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზის ცვლილების ფონზე, 2015 წლის ბიუჯეტის გადახედვა იგეგმება. „ბიუჯეტის გადახედვა მნიშვნელოვანია თუმცა, ბიუჯეტში არ შემცირდება ინფრასტრუქტურული და საინსვეტიციო პროექტები, არ მოხდება სოციალური ხარჯების შემცირება, იქნება მხოლოდ ადმინისტრაციული ხარჯები“,-განაცხადა ხადურმა. რაც შეეხება, ბიზნესასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრას, ხადურის თქმით, მათ ეკონომიკური გუნდის მინისტრებმა მოკლე,საშუალო და გრძლევადიანი ხედვები მიაწოდეს, რაც ითვალისწინებს პრივატიზაციის დაჩქარებას, საქართველოს ტურისტულ მიმზიდველობას და ა.შ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)