|
2015-02-25 10:32:35, 867 ნახვა
სამართალი
თამარ ხაჭაპურიძე იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში დაიბარეს
იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვის მიზნით, ასოციაცია "მომავლის იმედის" თავმჯდომარე თამარ ხაჭაპურიძე მის მიერ გაკეთებული განცხადების გამო დაიბარეს, რომელიც სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ ჩვილ ბავშვებთან დაკავშირებით ყალბი მონაცემების შემცველი დაბადების მოწმობების გაცემის ფაქტებს შეეხებოდა. „თამარ ხაჭაპურიძემ განაცხადა, რომ მას დაბადების მოწმობების გაყალბებაში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების მონაწილეობის შესახებ კონკრეტული ფაქტები არ გააჩნია და ვერც დასახელებულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოადგინა. ამავე დროს, თამარ ხაჭაპურიძემ უარი განაცხადა გასაუბრების ოქმზე ხელმოწერაზე, მოუცლელობის მიზეზით არ დაელოდა გამოკითხვის ოქმის დასრულებას და დატოვა იუსტიციის სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ყოველთვის მზადყოფნას გამოთქვამს, მოუსმინოს ყველა დაინტერესებულ პირს, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროს, ან მისი რომელიმე სსიპ-ის თანამშრომლების მიერ ჩადენილი შესაძლო დანაშაულის შესახებ და შესაბამისი მსვლელობა მისცეს მითითებულ ფაქტებს, შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის შემთხვევაში“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)