|
2016-05-16 13:45:01, 1013 ნახვა
რეგიონი
უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ უბისის მონასტერთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობისა და მონასტრის სარესტავრაციო სამუშაოები დაათვალიერეს. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ სამუშაოებს მუნიციპალური განვითარების ფონდი, მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის თანადაფინანსებით ახორციელებს. პროექტის მიზანი საქართველოში ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შენარჩუნების ხელშეწყობაა. პროექტის ფარგლებში რესტავრაცია ჩაუტარდება უბისის მონასტერს, ასევე, მოეწყობა საინფორმაციო ცენტრი, ავტოსადგომი, მონასტრამდე მისასვლელი გზა და სანიტარული წერტილები. პროექტის ღირებულება 1 422 609 ლარია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)