|
2016-05-14 14:24:29, 1042 ნახვა
რეგიონი
სოფელ ხაშმში ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ირიგაციის თანამედროვე მეთოდების გავრცელების ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანიას ატარებს. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მორიგი შეხვედრა საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაშმში გაიმართა. კომპანიის წარმომადგენლებმა ადგილობრივ ფერმერებს წვეთური და დაწვიმებითი ირიგაციის მეთოდების შესახებ დეტალური პრეზენტაცია წარუდგინეს და მის უპირატესობაზე მიაწოდეს ინფორმაცია. ირიგაციის ეს მეთოდი მორწყვის ტრადიციულ, მიგდებით მორწყვის წესზე ბევრად მომგებიანია, ვინაიდან ელექტროენერგიის, წყლის და სასუქის ორჯერ ნაკლებ რესურსს საჭიროებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. შეხვედრას შპს „საქართველოს მელიორაციის“ გენერალური დირექტორი ლევან დვალი, შპს „საქართველოს მელიორაციის“ კახეთის რეგიონის დირექტორი ნიკოლოზ ქურთიშვილი და ადგილობრივი მოსახლეობა დაესწრნენ. მსგავსი ტიპის შეხვედრები წყალმომხმარებლებთან მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)