|
2016-05-13 14:28:27, 1007 ნახვა
რეგიონი
აჭარა ქვემო სილეზიის დელეგაციას მასპინძლობს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას ქვემო სილეზიის ოფიციალური დელეგაცია სტუმრობს. აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, დელეგაციას ქვემო სილეზიის სავოევოდოს მარშალი ცეზარი ფშიბილსკი ხელმძღვანელობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე შედიან სილეზიის ვიცე-მარშალი, რეგიონული პარლამენტის დეპუტატები, რეგიონის პრომოუშენის, ტურუზმის განყოფილებების და საინვესტიციო სააგენტოს წარმომადგენლები. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დელეგაციის წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრსა და ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, სადაც ქვემო სილეზიის 10 წლის საერთო სტრატეგიის პრეზენტაციის წარდგინეს. შეხვედრის შემდეგ ქვემო სილეზიის ვიცე-მარშალი და დელეგაციის სხვა წევრები აჭარის მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად „ექსპო ბათუმი 2016"-ის გახსნას დაესწრნენ და რეგიონის ტურისტულ პოტენციალს გაეცნენ. 15 მაისს დელეგაციის წევრებს აჭარის ა/რ მთავრობის თავმჯდომარე არჩილ ხაბაძე შეხვდება, რის შემდეგაც დელეგაციის წევრები ქობულეთში გაემგზავრებიან და მუნიციპალიტეტის გამგებელს შეხვდებიან. იქვე მოეწყობა ქალაქ ქობულეთისა და ქალაქ მილიჩის პრეზენტაციები. დელეგატები აგროსერვის ცენტრს და „ისპანის ჭაობსაც" დაათვალიერებენ, გაეცნობიან ბათუმის ღირსშესანიშნაობებს. ქვემო სილეზიის დელაგაციის ვიზიტი აჭარაში 16 მაისს დასრულდება. შეგახსენებთ, რომ ქვემო სილეზიის დელეგაცია აჭარაში საპასუხო ვიზიტით იმყოფება. ამა წლის 29 მარტიდან 1 აპრილამდე ქვემო სილეზიას აჭარის ა/რ მთავრობის დელეგაცია სტუმრობდა, რის შედეგადაც თანამშრომლობის მემორანდუმები ბევრი საინტერესო მიმართულებით გაფრომდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორმხრივი თანამშრომლობა პოლონეთის რესპუბლიკაში ქვემო სილეზიასა და სილეზიის სავოევოდოსთან ტურიზმის, ეკონომიკის, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის მიმართულებით ბოლო წლებია წარმატებით მიმდინარეობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)