|
2016-05-12 17:15:42, 1054 ნახვა
კომენტარი
კვირიკაშვილი: მომავალი წლიდან დაგეგმილი რეფორმების შედეგად, ეკონომიკური ზრდის მნიშვნელოვან დაჩქარებას მივიღებთ
მომავალი წლიდან დაგეგმილი გვაქვს ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც თვისობრივად შეცვლის საქართველოს საინვესტიციო გარემოს და ვფიქრობთ, შედეგად მივიღებთ ეკონომიკური ზრდის ძალიან მნიშვნელოვან დაჩქარებას, რაც, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვნად აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი EBRD-ის მიერ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზის გაზრდას. პრემიერის შეფასებით, ძალიან კარგია, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა 3%-მდე ეკონომიკურ ზრდის პროგნოზი გადააფასა და 3,4%-მდე აწია. „მე ვიტყოდი, რომ შეიძლება, უფრო მეტიც იყოს ზრდა წლის ბოლომდე, რადგან ძალიან მნიშვნელოვან ცვლილებებს ვახორცილებთ, როგორც ოთხპუნქტიანი რეფორმის ფარგლებში, ასევე მთლიანად ვცვლით ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარების და სხვა პროექტების მენეჯმენტის სტრატეგიას. ვფიქრობთ, როგორც აღსრულების მექანიზმების დახვეწის კუთხით, ისე საერთაშორისო მასშტაბით საქართველოს იმიჯის გაუმჯობესების მიმართულებით ჩვენს მიერ გაწეული ძალისხმევის შედეგად და იმ სტაბილურობით, რომლითაც საქართველო გამოირჩევა, განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, ვფიქრობ, შევძლებთ, კიდევ უფრო ავწიოთ ზრდის მაჩვენებელი", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)