|
2015-02-23 14:03:54, 659 ნახვა
პოლიტიკა
მარგველაშვილი: საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვრონ ქართველებმა საკუთარ სამკვიდროში
"საქართველოს ვერასდროს ვერავინ უნდა უკარნახოს, როგორ იცხოვრონ ქართველებმა საკუთარ სამკვიდროში",-ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტის ეზოში განაცხადა, სადაც იუნკრების ხსოვნისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. "შეიძლება წააგო ომი, მაგრამ შეიძლება დაჯაბნო მტერი შენი სულიერებითა და გამძლეობით. დღეს მე იუნკერების წინაშე ქედს ვიხრი.მადლობას ვუხდი მათ თავიანთი გმირობისთვის.იუნკერების ჩაყრილმა ფესვმა დღეს ჩვენ დამოუკიდებლობა მოგვიტანა. რომ არა მათი გმირობა, დამოუკიდებლობის ხე არ გაიზრდებოდა.ჩვენ ვამბობთ, რომ საქართველო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველო უნდა იყოს ძლიერი, დემოკრატიული და საქართველოს ვერავინ ვერასდროს უნდა უკარნახოს, თუ როგორ იცხოვრონ ქართველებმა საკუთარ სამკვიდროში",-განაცხადა გიორო მარგველაშვილმა. საქართველოს პარლამენტის “ხარების” სახელობის სამლოცველოში საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში 1921 წლის თებერვალში დაღუპული იუნკრების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს, პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მინისტრები, პარლამენტის წევრები და იუნკრების შთამომავლები დაესწრნენ. მათ იუნკრების მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკეს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)