|
2016-05-04 18:16:02, 987 ნახვა
სხვადასხვა
ჩინურმა კომპანიამ Apple-ს სასამართლო დავა მოუგო
ჩინურმა კომპანიამ Xintong Tiandi Technology, რომელიც ჩანთებსა და ტყავის სხვადასხვა პროდუქციას iPhone-ის სასაქონლო ნიშნით აწარმოებს, სასამართლო დავა კომპანია Apple-ს მოუგო, - ამის შესახებ Legal Daily იუწყება. მედიის ინფორმაციით, პეკინის მუნიციპალური სახალხო სასამართლოს გადაწყვეტილებით, კომპანია Xintong Tiandi Technology გააგრძელებს ტყავის ნაწარმის გამოშვებას სასაქონლო ნიშნით - iPhone. სმარტფონის მწარმოებელი ჩინური კომპანიისთვის iPhone-ის სასაქონლო ნიშნის გამოყენების აკრძალვას ითხოვდა. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაში ნათქვამია, რომ მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა, რომ 2007 წელს, როდესაც Xintong Tiandi-მ სასაქონლო ნიშანზე განაცხადა შეიტანა, iPhone ცნობილი ბრენდი იყო ჩინეთში. ცნობისთვის, ჩინეთში Apple-ის სმარტფონები 2009 წლიდან იყიდება. Bloomberg-ის ინფორმაციით, კი აღნიშნული გადაწყვეტილება Apple-ს პრობლემებს არ შეუქმნის. აღსანიშნავია, რომ Apple-ი მსგავს სიტუაციაში უკვე იყო; 2012 წელს Apple-მა ჩინურ კომპანია Proview International Holdings Ltd 60 მილიონი დოლარი გადაუხადა, იმისათვის, რომ ჩინურ კომპანიას iPad სასაქონლო ნიშნით მონიტორები ეწარმოებინა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)