08:43 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 11:07:07, 658 ნახვა

პოლიტიკა
სერგეენკო: შრომის ინსპექციის არსი არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართებიან საწარმოებში

შრომის ინსპექციის არსი არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართებიან საწარმოებში, - ამის შესახებ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. 

როგორც სერგეენკომ განაცხადა, საზოგადოებას ზუსტი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს შრომის ინსპექციის არსზე. 

"ეს არის მექანიზმი, რომელიც მყისიერად დღესვე არ ამოქმედდება და თავის თავში მოიცავს სწორედაც რომ წინამოსამზადებელ პერიოდს, ასევე შესაბამისი კადრების გადამზადებას. ამას თვეები სჭირდება. ასევე მოიცავს შესაბამის კანონმდებლობას, ცვლილებებს, ასე, რომ ეს არის დინამიური პროცესი, რომელიც უნდა დაგვეწყო, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მყისიერად სადამსჯელო რაზმები გაემართება საწარმოებში", - აღნიშნა დავით სერგეენკომ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics