|
2015-02-22 17:06:32, 1291 ნახვა
მსოფლიო
ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა, 10–ზე მეტი კი, დაშავდა
ბოლო ინფორმაციით, ხარკოვში „ღირსების მარშის“ დროს მომხდარი აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა, 10–ზე მეტი კი, დაშავდა. ინფორმაციას „ბიბისი“ ხარკოვის პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ცნობით, გარდაცვლილებს შორის ერთ–ერთი პოლიციელია. წინასწარი მონაცემებით, აფეთქება ხელყუმბარამ გამოიწვია, რომელიც უცნობმა პირებმა გამვლელი ავტომობილიდან ისროლეს. არსებული ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმია მობილიზებული, სადაც აღნიშნული ინციდენტის შესწავლა მიმდინარეობს. შეგახსენებთ, ხარკოვში აფეთქება მაშინ მოხდა, როდესაც მარშის მონაწილეები სპორტის სასახლიდან თავისუფლების მოედნისკენ უნდა დაძრულიყვნენ, სადაც აღმოსავლეთ უკრაინაში დაღუპული ჯარისკაცების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი უნდა გადაეხადათ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)