|
2016-04-27 19:54:10, 1025 ნახვა
სხვადასხვა
საქართველოს პრეზიდენტმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის რეგიონული კონფერენცია გახსნა და კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა. „უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის მსოფლიო ფსიქიატრიის ასოციაციის რეგიონული კონფერენციის თბილისში ჩატარება, რადგან საქართველო ნელ- ნელა, სულ უფრო მტკიცედ ხდება სამეცნიერო კვლევითი კონფერენციების ცენტრი. მინდა მივესალმო იმ ნაბიჯებს, რომლებიც იდგმება მეცნიერებაში და განათლებაში, სადაც საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ იქნება წარმოჩენილი", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა კონფერენციაზე გამოსვლისას. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ფსიქიატრები უმკლავდებიან ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენენ არა მხოლოდ სიცოცხლეზე და ჯანმრთელობაზე, არამედ გავლენას ახდენენ საზოგადოებასა და პოლიტიკურ ინსტიტუტებზე. აღსანიშნავია, რომ მსოფლიო ფსიქიატრთა ასოციაციის (WPA) რეგიონული კონფერენცია თბილისში პირველად გაიმართა და მისი მიზანი ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის გამოწვევებისა და პრიორიტეტების განსაზღვრა, პაციენტის ღირსებისა და უფლებების დაცვა, გენდერული პოლიტიკის შემუშავება, ფსიქოსოციალური რეაბილიტაციისა და სათემო სერვისების განვითარების ხელშეწყობაა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)