|
2015-02-22 10:45:03, 588 ნახვა
საზოგადოება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის სისხლი გაიღეს
საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო-საპატრულო სამმართველოს მე-4 ასეულის პატრულ-ინსპექტრორებმა ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის აქციის „გაიღე სისხლი გადაარჩინე სიცოცხლე“ ფარგლებში სისხლი კვლავ გაიღეს. "შს სამინისტრო უკვე მეორე წელია მ.იაშვილის სახელობის კლინიკასთან არსებულ „სისხლის ბანკთან“ აქტიურად თანამშრომლობს და უწყებასათან გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში, როგორც საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის, ისე სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდებისთვის სისხლს რეგულარულად აბარებენ. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები გარდა წინასწარ დაგეგმილი აქციებისა, საჭიროების შემთხვევაში, კრიტიკულ სიტუაციებში, შეტყობინებისთანავე აბარებენ სისხლს ლეიკემიით დაავადებული ბავშვების ჯანმრთელობის გადასარჩენად. აღნიშნულ საქველმოქმედო აქციაში სამინისტროს მონაწილეობის მიზანია ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის საჭირო სისხლისა და სისხლის კომპონენტების დეფიციტის შემცირება",-განმარტავენ შსს-ში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)