|
2016-04-25 10:09:18, 993 ნახვა
სხვადასხვა
შს მინისტრი საქართველოში შვედეთის ელჩს შეხვდა
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი საქართველოში შვედეთის ელჩს მარტინა ქვიკს შეხვდა. სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე საქართველოს და შვედეთს შორის არსებული და დაგეგმილი ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებზე ისაუბრეს. შს მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველოს და შვედეთის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება, ორმხრივი კონტაქტების, ხელშეკრულებებისა და ინტერპოლის მეშვეობით. გიორგი მღებრიშვილმა და მარტინა ქვიკმა საქართველოს მიერ წარმატებით განხორციელებულ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ხაზი გაუსვეს არალეგალური მიგრაციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობას.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)