|
2015-02-21 00:36:32, 556 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ალასანია: გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს
„ვიცე-პრემიერ გიორგი კვირიკაშვილს მოვუწოდებ, თავის თავზე აიღოს პასუხისმგებლობა და მოითხოვოს უფლებები“, - ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ქვეყანაში განვითარებულ ეკონომიკურ მოვლენებთან დაკავშირებით გადაცემა „რეაქციაში“ საუბრისას განაცხადა. როგორც ალასანიამ განმარტა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა საკუთარ გადაწყვეტილებებში დამოუკიდებლობა უნდა მოითხოვოს. „როდესაც გადაწყვეტილებებს ველოდებოდი პრემიერ-მინისტრისგან და ეს გადაწყვეტილებები პრაქტიკულად არ მოდიოდა უკან უწყებაში, გადაწყვეტილების მიღების პასუხიმგებლობას დამოუკიდებლად ვიღებდი. ათამდე წერილი მაქვს მიწერილი და ძალიან მნიშვნელოვან საკითხებზე და გადაწყვეტილება უკან ვერ მივიღე. რა თქმა უნდა ხდებოდა შეთანხმებები იმ კომპეტენტურ ორგანოებთან და აუცილებელი იყო გადაწყვეტილებებში მონაწილეობა მიეღო, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების ტვირთს ჩემს თავზე ვიღებდი. ასევე იყო ალექსი პეტრიაშვილი, მაია ფანჯიკიძე და აქედან გამომდინარე, სწორედ ამას მოვუწოდებ ვიცე-პრემიერს გიორგი კვირიკაშვილს. აიღოს თავის თავზე პასუხისმგებლობა და მოითხოვოს უფლებები“, - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)