|
2016-04-20 11:06:19, 1208 ნახვა
კომენტარი
ვლადიმერ პაპავა: მჯერა, არჩევნები პოლიტიკური ჩარევის გარეშე ჩაივლის
თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის მოქმედი რექტორის ვლადიმერ პაპავამ თსუ-ს რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნებზე საკუთარი ხმა დააფიქსირა. როგორც პაპავამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღეს მთავარია, არჩევნებმა მშვიდ გარემოში ჩაიაროს. "მჯერა, არჩევნები პოლიტიკური ჩარევის გარეშე ჩაივლის", - დასძინა პაპავამ. შეგახსენებთ, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები მიმდინარეობს. არჩევნები 10:00 საათზე დაიწყო და 18:00 საათამდე გაგრძელდება. უნივერსიტეტის საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე (თსუ პროფესორი), ლევან გორდეზიანი (თსუ პროფესორი), დარეჯან თვალთვაძე (თსუ პროფესორი, რექტორის მოადგილე) და გიორგი ანდრიაძე (თეოლოგიის დოქტორი, საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე). რექტორის მოვალეობის შემსრულებელს უნივერსიტეტის აკადემიური, ან სამეცნიერო თანამდებობის პირი ირჩევს, რომელსაც დოქტორის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი აქვს. კენჭისყრის პროცედურა თსუ-ს პირველ კორპუსში, სააქტო დარბაზის ფოიეში იმართება. კენჭისყრას 16 ინდივიდუალური პირი და 4 არასამთავრობო ორგანიზაცია აკვირდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)