|
2015-02-20 10:31:38, 1002 ნახვა
სამართალი
შსს-მ სამთაწყაროში 2011 წელს მომხდარი მკვლელობისთვის ძებნილი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს საგარეჯოს რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, საგარეჯოს რაიონული სამმართველოს მიერ 2012 წლის 12 იანვრიდან განზრახ მკვლელობისთვის ძებნილი, 1969 წელს დაბადებული ორუჯ ფ. საგარეჯოს რაიონის სოფელ ქეშალოში დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ორუჯ ფ-მ 2011 წლის 24 დეკემბერს დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1952 წელს დაბადებული ელბერდ ს. ცივი იარაღით მოკლა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თელავის რაიონულმა სასამართლომ 2012 წლის 11 იანვარს ორუჯ ფ-ს თავისუფლების აღკვეთა დაუსწრებლად შეუფარდა. ამ დროისთვის დაკავებული სასჯელაღსრულების N8 დაწესებულებაშია მოთავსებული.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)