|
2015-02-20 10:11:27, 605 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია ანსამბლ „ბასიანის” კონცერტს დაესწრო
თბილისის მერი დავით ნარმანია და ვიცე-მერი ალექსანდრე მარგიშვილი თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „ბასიანის” კონცერტს დაესწრნენ. თბილისის მერმა დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ ანსამბლ "ბასიანს" მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართული ხალხური მუსიკის განვითარებაში. "ბასიანის“ რეპერტუარი მოიცავს ქართული ტრადიციული მრავალხმიანობის ნიმუშებს. მისასალმებელია, რომ ანსამბლი ამ ნიმუშებს უნიკალური საარქივო, ფონო და სანოტო ჩანაწერებიდან აცოცხლებს. უშუალოდ შეისწავლის სიმღერებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მოღვაწე უფროსი თაობის გამოჩენილი ლოტბარებისა და მომღერლებისაგან" - განაცხადა დავით ნარმანიამ. თბილისის მერის თქმით, ახალგაზრდებში ტრადიციული ქართული სიმღერების და საშემსრულებლო ხელოვნების პოპულარიზაცია მნიშვნელოვანია. "სწორედ ამიტომ, კვლავაც გქონდეთ ჩვენი მხარდაჭერისა და თანადგომის იმედი" - განაცხადა დავით ნარმანიამ. საღამოზე ანსამბლი მსმენელის წინაშე განახლებული პროგრამით, საანგარიშო სოლო კონცერტით წარსდგა. ანსამბლი „ბასიანი“ 2000 წელს, უწმიდესისა დაუნეტარესის, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ჩამოყალიბდა, როგორც საქართველოს საპატრიარქოს ფოლკლორული ანსამბლი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)