|
2015-02-19 22:33:09, 523 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას როგორც საქართველოს მთავრობის აზრს ისე განიხილავს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი დავით ბაქრაძე ზურაბ აბაშიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას როგორც საქართველოს მთავრობის აზრს ისე განიხილავს. - ამის შესახებ "კურიერს" საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა განაცხადა. დავით ბაქრაძე ფიქრობს, რომ ზურაბ აბაშიძის განცხადებას მმართველი კოალიციის წარმომადგენლები კი არ ემიჯებოდნენ, არამედ ამართლებდნენ მას. "დღეს ჩვენ მოვისმინეთ სპეციალური წარმომადგენლის ბატონი აბაშიძის სიტყვების გამართლება. მოვისმინეთ სრულიად არასერიოზული ტექსტები რომ, დღეს და ხვალ ხო ნატო-ში არ შვედივართ? როდესაც საკითხი ეხება ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტი მნიშვენლობის მქონე თემას, როგორიც არის ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაცია, მიმაჩნია, რომ ხელისუფლება ბევრად უფრო სერიოზულად უნდა იქცეოდეს და ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთ ყველაზე ცუდი სიმპტომი. მეორე ცუდი სიმპტომი იყო, რომელიც გამოამჟღავნა ამ ხელისუფლების შინაგანი დამოკიდებულება ამ თემის მიმართ, როდესაც აბაშიძემაც და შემდეგ თავდაცვის მინისტრმა და სხვებმაც ისაუბრეს, რომ ჩვენს რეგიონში არანაირი დაძაბულობა და ხიფათი არ შემოგვაქვსო, იმიტომ რომ ნატო-ს სამხედრო ბაზა კი არ იქნება საქართველოში, მხოლოდ საწვრთნელი ცენტრი იქნებაო-ეს არის ტიპიური რუსული რიტორიკა, რომელიც მთლიანდ ეწინააღმდეგება ნატო-ში გაწევრიანებას,"- აცხადებს დავით ბაქრაძე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)