|
2016-04-04 14:52:47, 1156 ნახვა
მსოფლიო
ერაყელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" ციხიდან 1,5 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს
ერაყელმა სამხედროებმა "ისლამური სახელმწიფოს" "ციხიდან" 1,5 ათასი ადამიანი გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Middle East Eye პოლიციის პოლკოვნიკზე ფადელ ალ-ნიმრავზე დაყრდნობით ავრცელებს. სააგენტოს ინფორმაციით, ერაყელმა სამხედროებმა ციხე მას შემდეგ აღმოაჩინეს, რაც ქალაქ ჰიტის ნაწილი დაიკავეს. ის მიწისქვეშ იყო განლაგებული. აღსანიშნავია, რომ ქალაქი ჰიტი ანბარის პროვინციის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დასახლებული პუნქტია, რომელსაც "ისლამური სახელმწიფო" აკონტროლებს. ეს ქალაქი სტრატეგიულად ხელსაყრელ ადგილზეა, რადგან ასადის ავიაბაზასთან მდებარეობს. ერაყმა ამ ქალაქის დასაბრუნებლად ფართო მასშტაბიანი იერიში დაიწყო. ოფიციალურმა ბაღდადმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" ბევრი საბრძოლო მოქმედება განახორციელა, რაც ტერორისტებისთვის საზიანო აღმოჩნდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)