|
2026-04-29 12:03:15, 1417 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე სამთავრობო ცვლილებებზე - ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას
საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი, - ამის შესახებ ივანიშვილის მთავრობის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, მინისტრის თანამდებობა პოლიტიკური თანამდებობაა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, რომ ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც. „საქართველოს მთავრობაში არაერთი საკადრო ცვლილება განხორციელდა. უმეტეს შემთხვევაში ახალი მინისტრები დავნიშნეთ მთავრობის გარედან. აქაც ჩანს, რომ სპეკულაციებს არ აქვს არავითარი საფუძველი. ის, რომ ფართო გუნდიდან ხდება კადრების შერჩევა, ეს აბსოლუტურად ლოგიკურია. ნებისმიერ ქვეყანაში ეს ასე ხდება. ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციის ალიანსიდან ჩვენ კადრებს ვერ შევარჩევთ და არც მოვიზიდავთ. ალიანსს მიღმაც არ ვაპირებთ ოპოზიციიდან კადრების მოზიდვას, იმდენად დიდი პრობლემაა კომპეტენციის კუთხით. ამიტომ, აბსოლუტურად ლოგიკურია, რომ ფართო გუნდიდან ხდება ხოლმე კადრების შერჩევა. პოლიტიკური თანამდებობაა მინისტრის თანამდებობა და შესაბამისად, მიზანშეწონილია, ვინც ინიშნება პოლიტიკურ თანამდებობაზე ჰქონდეს პოლიტიკური წარსულიც, დაკავშირებული ჩვენს გუნდთან. ეს აბსოლუტურად ლოგიკურია, ყველა ქვეყანაში ასე ხდება", - განაცხადა პრემიერმა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)