|
2026-04-27 15:00:35, 3289 ნახვა
პოლიტიკა
ბოჭორიშვილი ჰერჩინსკიზე: ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში
ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი საგარეო საქმეთა სამინისტროში ივანიშვილის მინისტრს, მაკა ბოჭორიშვილს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ ბოჭორიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის, თუ რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რა სჭირდება და რა არა. მისი თქმით, როგორი განმარტებაც არ უნდა მოისმინონ, ფაქტები და ქმედებები რჩება ფაქტებად და ქმედებებად და ელოდებიან ბრიუსელიდან ისეთ დამოკიდებულებას, როგორსაც ქვეყანა იმსახურებს. "ქართველი ხალხის ნება გამოხატულია საქართველოს ხელისუფლების არჩევანში… შესაბამისად, ხელისუფლებამ ყველაზე კარგად იცის და ყველაზე კარგად გრძნობს, რომელი გზის გასაყართან დგას საქართველო, რამდენადა ჭირდება საქართველოს უსაფრთხოებას გაფრთხილება და საქართველოში რამდენად გვჭირდება სტაბილურობა, რამდენად არ გვჭირდება წახალისება ამ საზოგადოების კიდევ უფრო პოლარიზების და რადიკალური დღის წესრიგის. […] შეხვედრის დასრულების შემდეგ, პაველ ჰერჩინსკის ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)