|
2026-04-24 12:08:06, 2853 ნახვა
პოლიტიკა
პენცენტრი: ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს
საქართველოს პენცენტრი ეხმაურება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, ზვიად რატიანს თავისუფლების აღკვეთის პირობები განესაზღვრა. ცნობისთვის, ზვიად რატიანი სასჯელს მკაცრი რეჟიმის პირობებში მოიხდის. "პენ საქართველო და ქართველი მწერლები, გამომცემლები და ლიტერატორები გმობენ მე-8 პენიტენციური დაწესებულების დირექციის გადაწყვეტილებას, რომლითაც სინდისის პატიმარს, პოეტ ზვიად რატიანს აღკვეთის ფორმად მკაცრი რეჟიმი განესაზღვრა, რაც მისთვის პაემნების შეზღუდვასაც ითვალისწინებს. შეგახსენებთ, რომ ზვიად რატიანი ისედაც მკაცრი რეჟიმის პირობებში, სამარტოო საკანში იხდის სასჯელს და მას არასდროს დაურღვევია ციხის შინაგანაწესი. დოკუმენტში, რომელიც ზვიად რატიანმა ციხის ადმინისტრაციისგან 6 აპრილს მიიღო, აღნიშნულია, რომ ის „საშიშროების მომეტებული რისკის“ მქონე პატიმარია და ეს გადაწყვეტილება “საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საიდუმლო სხდომაზე“ იქნა მიღებული. ზვიად რატიანის ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ, თუმცა, მანამდე კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებული სისასტიკით უსწორდება ჩვენი დროის საუკეთესო ქართველ პოეტს, ზვიად რატიანს. მისი უკანონო პატიმრობა აუცილებლად დარჩება ქვეყნის ისტორიაში, როგორც უკიდურესად სამარცხვინო ფურცელი", - ვკითხულობთ განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)