|
2026-04-23 13:17:20, 2121 ნახვა
პოლიტიკა
კობახიძე - მდინარაძეს ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში
მამუკა მდინარაძე იქნება სახელმწიფო მინისტრი, ვიცე-პრემიერი და ექნება გამორჩეული როლი სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილების მიღების პროცესში, - ამის შესახებ ივანიშვილის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მან აღნიშნა, მამუკა მდინარაძე არის სახელმწიფო მინისტრი, რომელსაც აკისრია სახელმწიფო სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციის მოვალეობა. „ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას მისი საქმიანობიდან გამომდინარე, კონკრეტულად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიუხედავად იმისა, რომ ამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე ის საქმიანობდა დაახლოებით ნახევარი წლის განმავლობაში. მას ჰქონდა ძალიან მნიშვნელოვანი, ფუნდამენტური ცვლილებები და მიღწევები, როგორც სისტემური გადახალისების, ინსტიტუციური გადახალისების კუთხით, ასევე კონკრეტული მიმართულებით დანაშაულის გამოვლენის, აღკვეთის კუთხით, კორუფციული პრაქტიკის აღკვეთის კუთხით, შესაბამისად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ მამუკა მდინარაძე იმსახურებდა ამ წოდებას და ეს მომავალში მას გააძლიერებს რეპუტაციულად არა მხოლოდ როგორც კონკრეტული სამსახურის უფროსს, არამედ როგორც ამ შემთხვევაში როგორც სახელმწიფო მინისტრს, რომელიც პასუხისმგებელია სამართალდამცველი ორგანოების კოორდინაციაზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)