|
2026-03-29 17:24:07, 2432 ნახვა
საზოგადოება
მეუფე ისაია პატრიარქის არჩევაზე: ვისაც უფალი ამ ჯვარს დააკისრებს, არ უნდა თქვას უარი
ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტის, მეუფე ისაიას განცხადებით, სრულიად-საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის შემცვლელად, ჯერ არავის კანდიდატურა არ დასახელებულა. როგორც მან ქადაგებისას აღნიშნა, „ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა უნდა დაადოს“. ტელევიზია და საინფორმაციო წყაროები ყველასთვის ხელმისაწვდომია და იცით, რომ არჩევნები მოდის. არავინ დასახელებულა ჯერ საერთოდ, ამას თავისი დრო აქვს. ერთმა სასულიერო პირმა მომწერა უცხოეთიდან, ვლოცულობთო, რომ თქვენო გახდეთო და მე მას ვუპასუხე, რომ ვილოცოთ იმისთვის, რომ ყოველი არის ღვთის ნება. უფლის ნება როგორი არის, ეს არის მთავარი და თქვენც ამას გთხოვთ, რომ ილოცოთ გამოარჩიოს უფალმა ის ადამიანი, რომელიც ამ გოლგოთაზე ღვთის ნებით უნდა ავიდეს. სასიხარულო ამაში არაფერი არ არის, ეს არის ჯვარი, რომელიც ადამიანს უფალმა დააკისრა. ვისაც დააკისრებს ალბათ, ამაზე არ უნდა თქვას უარი... თუ უფალი არ შეეწია ადამიანს, ვერც ჩვენი უწმინდესი ვერ შეძლებდა ამას, მას რომ ღვთის შეწევნა არ ჰქონოდა. ამდენად, ინებოს უფალმა, რომ გამოარჩიოს ის, ვინც მისთვის არის საჭირო, ვისაც ის ხედავს. “,- აღნიშნა მეუფე ისაიამ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)