|
2015-02-18 17:41:01, 641 ნახვა
პოლიტიკა
გია გაჩეჩილაძე: ჰეროინის ნაკადები საქართველოში სააკაშვილის გუნდმა გახსნა, რა რეაქცია ექნებათ უკრაინელებს, როცა ამას გაიგებენ
დეპუტატმა გია გაჩეჩილაძემ რამდენიმე ფაქტი დაასახელა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის, მისი ბიძისა და დავით კეზერაშვილის მოღვაწეობასთანაა დაკავშირებული. გაჩეჩილაძის თქმით, მიხეილ სააკაშვილის გუნდმა საქართველოში ჰეროინის ნაკადები გახსნა. "მინდა დავასახელო რამდენიმე ფაქტი, რომელიც დაკავშირებულია მაგალითად, სააკაშვილის, მისი ბიძისა და კეზერაშვილის მოღვაწეობასთან. იარაღის ვაჭრობაში საერთაშორისო დონეზე მოგეხსენებათ ვინმე ვიქტორი კავშირში იყო ამ ჯგუფთან და ესენი იარაღს ფარული ფორმით ყიდდნენ ტერორისტულ ორგანიზაციებზე. ჰეროინის ის ნაკადები, რომელიც საქართველოში გახსნა სააკაშვილის გუნდმა, და რომელიც გაეროს მონაცემებით, 7 ტონის სახით გადიოდა. რა რეაქცია ექნება უკრაინის მოსახლეობას როცა გაიგებს, რომ ამის შემქმნელი ორგანიზატორი მათ მაღალ თანამდებობაზე დაუნიშნეს",-განაცხადა გია გაჩეჩილაძემ პარლამენტში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)