|
2026-03-05 13:06:21, 1672 ნახვა
პოლიტიკა
ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეომ ირანის ელჩი დაიბარა
ნახიჩევანზე დრონებით იერიშის გამო, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის ელჩი დაიბარა. აზერბაიჯანული მედია ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ ელჩ მოჯტაბა დერმიჩილუს "მკაცრი პროტესტი გამოეცხადება და შესაბამისი საპროტესტო ნოტა წარედგინება". ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ირანმა აზერბაიჯანში ნახიჩევანის აეროპორტზე დრონებით იერიში მიიტანა. გარდა ამისა, საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, დრონები ჩამოვარდა რამდენიმე სხვა ლოკაციაზეც, მათ შორის ერთ-ერთ სკოლასთან ახლოს. საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ თავდასხმის შედეგად 2 ადამიანი დაშავდა. აზერბაიჯანის საგარეო აცხადებს, რომ ეს თავდასხმა "ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და ხელს უწყობს რეგიონში დაძაბულობის ზრდას". აზერბაიჯანის საგარეო უწყება აცხადებს, რომ "აზერბაიჯანული მხარე იტოვებს უფლებას, მიიღოს შესაბამისი საპასუხო ზომები".
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)