|
2026-03-03 15:14:53, 1289 ნახვა
პოლიტიკა
IAEA ადასტურებს ნათანზის ბირთვულ ობიექტზე აშშ-ისა და ისრაელის იერიშს
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) ადასტურებს, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ბოლო სერიული დარტყმების შედეგად ნათანზის ქალაქში მდებარე ბირთვული ობიექტის რამდენიმე შენობა დაზიანდა. თავდაპირველად ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და ისრაელის სამხედრო ოპერაციების სამიზნე ნათანზის ბირთვული ობიექტი გახდა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ელჩმა, რეზა ნაჯაფიმ გაავრცელა. დიპლომატმა თქვა, რომ დარტყმების ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე კვირას განხორციელდა. ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტომ გააანალიზა მიღებული სატელიტური ფოტოები და დაადგინა, რომ დაზიანებულია შენობები, რომლებიც მიწისქვეშა ურანის გამდიდრების ქარხნის შესასვლელთან მდებარეობს. ამასთან, სააგენტო აღნიშნავს, რომ "რადიაციის გავრცელების თვალსაზრისით რაიმე შედეგი მოსალოდნელი არ არის". სააგენტო X-ზე წერს, რომ თავად ქარხანას დამატებითი დაზიანება არ მიუღია. აღსანიშნავია, რომ გასული წლის ზაფხულში აშშ-ისა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების შედეგად ნათანზის ურანის გამდიდრების ქარხანა მნიშვნელოვნად დაზიანდა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)