|
2026-02-28 14:49:33, 1875 ნახვა
მსოფლიო
საუდის არაბეთი ირანს, რეგიონის ქვეყნებზე თავდასხმების მძიმე შედეგების შესახებ აფრთხილებს, ყატარი პასუხით იმუქრება
საუდის არაბეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ირანის აგრესია და არაბთა გაერთიანებული საემიროების, ბაჰრეინის, კატარის, ქუვეითისა და იორდანიის სუვერენიტეტის აშკარა დარღვევა. სამინისტროს განცხადებაში ასევე გაფრთხილება გაკეთდა ამ ქვეყნების სუვერენიტეტისა და საერთაშორისო სამართლის პრინციპების მუდმივი დარღვევის მძიმე შედეგების შესახებ. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების თანახმად, კატარი იტოვებს უფლებას, ირანის დარტყმებს თავდასხმის ხასიათის შესაბამისად უპასუხოს. სამინისტრომ ასევე დაგმო რეგიონის ქვეყნების დაბომბვა და მას „ეროვნული სუვერენიტეტის აშკარა დარღვევად და უსაფრთხოებასა და ტერიტორიულ მთლიანობაზე პირდაპირ თავდასხმად“ უწოდა. IRGC-ის ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ თავდასხმები მიზნად ისახავდა აშშ-ის საზღვაო ძალების მეხუთე ფლოტის შტაბ-ბინას ბაჰრეინში, ბაზებს კატარსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში და „სამხედრო და სადაზვერვო ცენტრებს“ ისრაელში. ასევე ხაზგასმით აღინიშნა, რომ ირანის სარაკეტო და დრონებით თავდასხმები გრძელდება.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)