|
2026-02-26 14:15:29, 893 ნახვა
პოლიტიკა
აპარატი: სახალხო დამცველი ციხეში ამაღლობელს, ზინოვკინას და კილაძეს შეხვდა
სახალხო დამცველის აპარატის ცნობით, ლევან იოსელიან №5 ქალთა სპეციალური დაწესებულებაში იმყოფებოდა და ქალ ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეხვდა. "სახალხო დამცველმა ქალი პატიმრებისგან მოისმინა ინფორმაცია მათი განთავსების პირობებისა და უფლებების დაცვის მდგომარეობის შესახებ; შეხვდა დაწესებულების ადმინისტრაციის წარმომადგენლებს და ადგილზე დაათვალიერა ციხის ინფრასტრუქტურა; გაეცნო პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ ფსიქო-სოციალურ, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამებში მსჯავრდებულთა ჩართულობის საკითხებს; მოინახულა ასევე, დაწესებულებაში არსებული დედათა და ბავშვთა განყოფილება. სახალხო დამცველი დაწესებულებაში ასევე შეხვდა იქ განთავსებულ ელისო კილაძეს, მზია ამაღლობელს და ანასტასია ზინოვკინას, გაეცნო მათ საცხოვრებელ პირობებს, ჯანმრთელობის მდგომარეობისა და უფლებების დაცვის კუთხით არსებულ ვითარებას. საქართველოს სახალხო დამცველი რეგულარულად ახორციელებს პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგს და პატიმართა უფლებებზე ზედამხედველობას" - ნათქვამია განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)