|
2026-01-27 10:37:15, 901 ნახვა
საზოგადოება
ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს-სეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს, სადაც ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს. სააგენტოს განმარტებით, ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. „სურსათის ეროვნული სააგენტო ცხოველთა სასაკლაოებზე სახელმწიფო კონტროლს უწყვეტად ახორციელებს. სააგენტოს იმერეთის დეპარტამენტის ინსპექტორებმა, სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ქუთაისში, შავგულიძის ქუჩაზე არალეგალური სასაკლაო გამოავლინეს. ფიზიკური პირი ვეტერინარული ზედამხედველობის გარეშე კლავდა და თვითნებურად მოწყობილ ობიექტში წვავდა გოჭებს. არაგეგმური ინსპექტირებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, რის გამოც პირს შეუჩერდა საწარმოო პროცესი და დაჯარიმდა. საეჭვო წარმომავლობის ხორცი დაილუქა და კანონმდებლობის შესაბამისად განადგურდება“,-აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)