|
2026-01-22 15:35:12, 1000 ნახვა
სამართალი
სადისტრიბუციო კომპანიებში სუსი შევიდა
ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური სადისტრიბუციო კომპანიებში შევიდა. ამ დროისთვის, ოფისებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. "პირველების" ინფორმაციით, სუს-ის წარმომადგენლები ფინანსურ დოკუმენტებს, კონტრაქტებს და გადარიცხვებს ითხოვენ.
"დაფნას" წარმომადგენელი, ნიკოლოზ ნათბილაძე "პირველებთან" ამბობს, რომ თავად საქართველოში არ იმყოფება, თუმცა კომპანიის ოფისში სუს-ის წარმომადგენლების შესვლა არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ გუშინ, 21 იანვარს, ირაკლი კობახიძე, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით, სადისტრიბუციო კომპანიების, და ქსელური მარკეტების წარმომადგენლებს შეხვდა. ფასების კომისიის სხდომას ესწრებოდა 15-მდე ქსელური მარკეტის წარმომადგენელი, ასევე, სუს-ის უფროსი, მამუკა მდინარაძე და მინისტრთა კაბინეტის და კონკურენციის სააგენტოს წევრები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)