|
2025-12-27 20:34:58, 7666 ნახვა
სამართალი
ახალაია: სუს-ში ცოლის დაჭერით მემუქრებოდნენ, თუ მეგობრების წინააღმდეგ ჩვენებას არ მივცემდი
თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ახალაიასთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ. თავის სიტყვაში პროცესზე ბაჩო ახალაიამ სუს-ის შენობაში მის მიმართ განხორციელებულ ზეწოლასა და შანტაჟზე ისაუბრა. "რატომ უნდა დაიხუროს სისხლის სამართლის საქმე, რომელიც ჯერ არც დაწყებულა? რა უნდა იყოს მიზანი? თუ აქ ადამიანები არ მოვიდნენ და გაიგონ, ვინ არის დამნაშავე და ვინ არა, რა მტკიცებულებები არსებობს ან მე რა არგუმენტები მაქვს ამის შესახებ... ბევრი რაღაც მაკვირვებს, მაგრამ ეს ძალიან მაკვირვებს. ბაჩო ახალაია 25 დეკემბერს დააკავეს. ქართული ოცნების პროკურატურის ცნობით, მას 4 ოქტომბრის საქმეზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას და ხელმძღვანელობას ედავებიან.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)