|
2025-12-24 10:36:17, 13305 ნახვა
სამართალი
კახეთში ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია და მისი მოკვლით იმუქრებოდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის სიღნაღის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, 1993 წელს დაბადებული გ.კ. ოჯახის წევრის მძევლად ხელში ჩაგდების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მძევლად აიყვანა საკუთარი ბებია - 1950 წელს დაბადებული ნ.კ. და მისი ყოფილი მეუღლის საზღვარგარეთიდან ჩამოყვანას ითხოვდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ბებიის სიცოცხლის მოსპობით იმუქრებოდა. სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ბრალდებული ადგილზე დააკავეს. ნ.კ. სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 144-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)