|
2025-12-18 14:22:15, 13939 ნახვა
საზოგადოება
სეს: ჰიგიენური ნორმების დარღვევისთვის ზუგდიდის აგრარული ბაზარი დავაჯარიმეთ
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჰიგიენური ნორმების დარღვევის გამო, ზუგდიდის აგრარული ბაზარი 5 000 ლარით დააჯარიმა. სეს-ის ცნობით, მითითებების შეუსრულებლობის გამო, წელს ეს ბაზარი უკვე მეხუთედ დაჯარიმდა. "სურსათის ეროვნული სააგენტომ, შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ზუგდიდში, რუსთაველის ქ.N 96-ში მდებარე აგრარული ბაზარი, შ.პ.ს. ზუგდიდის სუპერმარკეტი არაგეგმურად შეამოწმა. სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, ყველისა და ხორცის სარეალიზაციო განყოფილებებში გამოვლენილი შეუსაბამობების გამო (ჰიგიენური ნორმების დარღვევა და არასათანადო რეცხვა-დეზინფექცია) ბიზნესოპერატორი განმეორებითობის პრინციპით 5 000 ლარით დაჯარიმდა. აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს აღნიშნული ობიექტი სააგენტომ მითითებების შეუსრულებლობის გამო უკვე მეხუთედ დააჯარიმა". - წერს სურსათის ეროვნული სააგენტო. სააგენტო მომხმარებლებს მოუწოდებს, რომ დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, ინფორმაცია დატოვონ ცხელ ხაზზე - 1501.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)