|
2025-11-25 20:29:47, 2435 ნახვა
საზოგადოება
პროფერსორ-მასწავლებლები 28 ნოემბრის მასშტაბურ აქციას უერთდებიან
პროფესორ-მასწავლებლები აცხადებენ, რომ ისინი უერთდებიან ივანიშვილის ხელისუფლების მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმის 1 წლისთავთან დაკავშირებულ აქციას. მათი განცხადებით, პროტესტმა ქართულ საზოგადოებასა და მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ საქართველო "ვერ იქნება ჩაკეტილი ქვეყანა." "ის ხალხი, რომლებიც უკვე 1 წელია ვაპროტესტებთ თვითგამოცხადებული პრემიერი მიერ ევროინტეგრაციაზე უარის თქმას, ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას და მოვუწოდებთ იმ ხალხს, რომლებიც ჩვენთან ერთად იდგა 1 წლის წინ, სწორედ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უნდა იყოთ საზომი საზოგადოების - აუცილებლად გამოდით. უნდა გადავლახოთ ეს შიში და ერთხმად დავანახოთ მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილი ქვეყანა, ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ქვეყანა და ქვეყანას ვერ ექნება განათლების სისტემა, მეცნიერება და ხელოვნება, თუ ის იქნება ასეთ იზოლაციაში. გელოდებით ყველას, 28 ნოემერს, ნუ შეუშინდებით არსებულ სიტუაციას", - აცხადებენ პროფესორ-მასწავლებლები.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)