11:25 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-09 19:13:17, 1564 ნახვა

საზოგადოება
კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა“ გააფრთხილა და ე.წ უცხოური ძალისგან დაფინანსების შეწყვეტა დაავალა

კომუნიკაციების კომისიამ ტელემაუწყებლები „ფორმულა“ და „ფორმულა მულტიმედია“, ასევე რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა“, „რადიო-ტვ ნორი“ და „სისტემა გამა“ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევისთვის წერილობით გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა, – ამის შესახებ ინფორმაციას კომუნიკაციების კომისია ავრცელებს.

კომისიის ცნობით, „ფორმულა მულტიმედიამ“ 2025 წლის მეორე კვარტალში კვიპროსში რეგისტრირებული კომპანიისგან — INFINITY CV GROUP CY LTD — 1.3 მილიონ ლარზე მეტი მიიღო, რაც სესხად არის დაფიქსირებული. იგივე ტიპის სესხით მიიღო დაფინანსება „ფორმულამაც“.

გამომდინარე იქიდან, რომ მაუწყებლებს ზემოაღნიშნული დაფინანსება მიღებული აქვთ მას შემდეგ, რაც 2025 წლის 1 აპრილს „მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონში შევიდა ცვლილება და აიკრძალა უცხოური ძალისგან მაუწყებლის პირდაპირი ან არაპირდაპირი დაფინანსება, ამასთან, აღნიშნული დაფინანსება ვერ ჯდება კანონით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში (კომერციული რეკლამა, ტელეშოპინგი, სპონსორობა და პროგრამაში პროდუქტის განთავსება), კომუნიკაციების კომისიამ „ფორმულა" და „ფორმულა მულტიმედია"  წერილობით გააფრთხილა და „INFINITY CV GROUP CY LTD"-ისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა.

ამავე კანონის დარღვევისთვის, კომუნიკაციების კომისიამ რადიომაუწყებლები „ჟურნალისტთა კავშირი ხალხის ხმა", „რადიო-ტვ ნორი" და „სისტემა გამა" გააფრთხილა და უცხოური ძალისგან დაფინანსების მიღების შეწყვეტა დაავალა. - წერია ინფორმაციაში





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების დასახმარებლად ამ დროისთვის 1 000 000 ლარი შეგროვდა
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics