08:52 - 23 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2025-10-06 13:26:37, 1256 ნახვა

სამართალი
ადვოკატი: ბურჭულაძე იყენებს დუმილის უფლებას - სავარაუდოდ, დღეს იქნება აღკვეთის ღონისძიებაც

პაატა ბურჭულაძის ადვოკატი ლევან ყველაშვილი ამბობს, რომ მტკიცებულებების გადაცემამდე პაატა ბურჭულაძე დუმილის უფლებას იყენებს.

ადვოკატმა პაატა ბურჭულაძე დღეს იზოლატორში მოინახულა. მისი თქმით, სავარაუდოდ, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო დღესვე იმსჯელებს.

"სამი მუხლით არის ბრალდება წარდგენილი, თუმცა ბრალდების ოქმს კიდევ უფრო მეტად სიღრმისეულად შესწავლა სჭირდება, მათ შორის იმის გამო, რომ მტკიცებულებები ჯერჯერობით არ გადმოგვცემია. როგორც გამომძიებლისგან გავიგეთ, დღეს იქნება მტკიცებულებების გადმოცემის ნაწილიც და შესაძლოა, სავარაუდოდ, დღესვე ჩაინიშნება აღკვეთის ღონისძიებაც. პოზიციას რაც შეეხება, ჯერჯერობით დუმილის უფლებას იყენებს [პაატა ბურჭულაძე], დანარჩენს უკვე მას შემდეგ გეტყვით და თვითონაც პოზიციას შეაჯერებს, როდესაც უკვე მტკიცებულებები გადმოგვეცემა', - ამბობს ადვოკატი. 

"ეროვნული კრების" წევრებს პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, პაატა მანჯგალაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება წარუდგინეს. მათ 9-წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

აქციის ორგანიზატორები 4 ოქტომბერს ღამით დააკავეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია რეჟიმს - შეწყდეს რეპრესიები, სოლიდარობა დამოუკიდებელ მედიას
დიუშენით დაავადებული ბავშვების დასახმარებელ მარათონში კომპანიები ჩაერთნენ
რუბიომ განაცხადა, რომ აშშ-ს, უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა
რუსეთში იპოთეკური სესხები 50%-ზე მეტით შემცირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics