|
2025-09-23 13:54:56, 1195 ნახვა
სამართალი
ნინო დათაშვილი ციხის პალატაში გადაიყვანეს, თუმცა ეს საკმარისი არაა - ადვოკატი
ადვოკატმა მარიკა არევაძემ რეჟიმის პატიმარი, ნინო დათაშვილი მოინახულა. ის ამბობს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, დათაშვილი ციხის სპეციალურ პალატაში გადაიყვანეს, თუმცა, მისივე განცხადებით, ეს საკმარისი არაა, რადგან დათაშვილს სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობა ესაჭიროება. "ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობა ციხის პირობებში უკვე მეორედ დამძიმდა. უჭირს დამოუკიდებლად გადაადგილება, საერთოდ მოძრაობა [...] ის ციხის შედარებით ადაპტირებულ პალატაში გადაიყვანეს, სადაც ისეთი საწოლის გამოყენებაა შესაძლებელი, რომელიც ნინოს ჯანმრთელობის მდგომარეობის მოცემულობასთან უფრო მეტად მორგებულია, თუმცა, ეს საკმარისი არაა [...] ოპერაცია საჭიროებს ძალიან რთულ ჩარევას და შემდეგ კიდევ უფრო მეტად მძიმე რეაბილიტაციის პერიოდს, რაც აუცილებელია, რომ მხოლოდ და მხოლოდ სახლის პირობებში მოხდეს. ციხის პირობებში მისი გამოჯანმრთელება ფაქტობრივად შეუძლებელია [...] რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს ადამიანის წამება და ეს აბსურდული წინასწარი პატიმრობა შეიცვალოს, რომ ნინომ შეძლოს მკურნალობა კლინიკის და რეაბილიტაცია სახლის პირობებში". - ამბობს ადვოკატი.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)