|
2025-09-13 09:34:31, 1759 ნახვა
სამართალი
დღეს სასამართლო ხაბეიშვილისადმი აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს
ლევან ხაბეიშვილის პატიმრობით აღკვეთის ღონისძიების შესახებ სასამართლო დღეს იმსჯელებს. ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის სასამართლო პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. “დღეს ხაბეს სასამართლო პროცესია და ბევრ სიახლეს შეიტყობთ. მთავარი ისაა, რომ არ დაგვავიწყდეს, ეს ქვეყანა მხოლოდ პარტიებისა და პოლიტიკური ლიდერების კი არა, ჩვენი, თითოეული მოქალაქისაა. 4 ოქტომბერი იქნება მშვიდობიანი დამხობისა და მშვიდობიანი რევოლუციის დღე.” - წერს “ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს წევრი, ლაშა ფარულავა სოციალურ ქსელში ხაბეიშვილი 11 სექტემბერს დააკავეს თბილისში, საბურთალოზე, ტელეკომპანია „ფორმულის“ ეზოში, შენობის შესასვლელთან სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა სამართალდამცავებმა, სუსის თანამშრომლებმა. სუსში გამართული ბრიფინგიდან ცნობილი გახდა, რომ პოლიტიკოსი დაკავებულია იმის გამო, რომ იგი შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს 200 000 დოლარს საჯაროდ ჰპირდებოდა, აქციების დარბევაში მონაწილეობაზე უარის შემთხვევაში. მას ბრალად ედება „ქრთამის მიცემა - ჩადენილი უკანონო ქმედების ჩასადენად“ - და ისჯება 4-დან 7 წლამდე (სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მეორე ნაწილი).
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)