|
2025-09-11 19:08:11, 1326 ნახვა
სამართალი
ხაბეიშვილი გდდ-ს თანამშმროლებზე საჯაროდ მიმართვის გამო დააკავეს – სუსი
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ამავე პარტიის წევრი მურთაზ ზოდელავა დააკავეს. ლევან ხაბეიშვილი – ენმ-ის პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელი და 4 ოქტომბრის საპროტესტო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი დღეს, 11 სექტემბერს, ტელეკომპანია „ფორმულას“ ეზოში დააკავეს. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი მისი საჯარო გამოსვლების დროს შსს-ს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლების [გდდ] მიმართ ქრთამის მიცემის დაპირების გამო დააკავეს. „ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელებში ავრცელებდა მოწოდებას პირდაპირ ქრთამის მიცემის შესახებ, თუ განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები უარს იტყოდნენ დავალებების შესრულებაზე, ასევე არ გამოიყენებდნენ სპეციალურ საშუალებებს… მათ 200 ათასი დოლარის გადახდას ჰპირდებოდა,“ – აღნიშნა სუს-ის წარმომადგენელმა დღეს, 11 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე. სუსის ინფორმაციით, ლევან ხაბეიშვილი ასევე საჯაროდ მოუწოდებდა პოლიციელებს, მისთვის საიდუმლო მასალა მიეწოდებიათ, სანაცვლოდ კი, პოლიციელებიც 200 ათას დოლარს მიიღებდნენ. ლევან ხაბეიშვილი სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მიხედვით [ქრთამის მიცემა] დააკავეს. ლევან ხაბეიშვილთან ერთად დააკავეს „ნაციონალური მოძრაობის წევრი“ მურთაზ ზოდელავა. მას გამოძიება სსკ-ის 353-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება – სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლისთვის წინაამდეგობის გაწევა. სუს-ის ვერსიით, მურთაზ ზოდელავა მაშინ დააკავეს, როცა მან ლევან ხაბეიშვილის მობილური ტელეფონის გადამალვის მიზნით სცადა გაქცევა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)