|
2025-09-08 14:44:36, 1262 ნახვა
სამართალი
სასამართლომ ერთღი აქტივისტი 5000 ლარით დააჯარიმა მეორე აქტივისტი კი სხდომაზე ბარგით მივიდა
აქტივისტი თათია აფრიამაშვილი, რომელიც 2 სექტემბერს რუსთაველზე დააკავეს, 5 000 ლარით დააჯარიმეს. გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა გამოაცხადა. აქტივისტს გელაძის უწყება წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის მოთხოვნის დაუმორჩილებლობას ედავებოდა. მოწმე პოლიციელმა პროცესზე განაცხადა, რომ აფრიამაშვილი არ დაემორჩილა გზის სავალი ნაწილის გათავისუფლების მოთხოვნას, ხელს უშლიდა პოლიციას აქციის სხვა მონაწილის დაკავებაში და „იგინებოდა და ილანძღებოდა უმისამართოდ, მათ შორის, ხელისუფლების მისამართით.“ ამასთან საქალაქო სასამართლოში, სადაც სამოქალაქო აქტივისტებს ასამართლებენ, ერთ-ერთი მათგანი, ლაშა დგებუაძე ჩალაგებული ნივთებით მივიდა და ამბობს, რომ “ყველა სცენარისთვის, მათ შორის პატიმრობისთვისაც, მზადაა.“ სამოქალაქო აქტივისტი ვარაუდობს, რომ მას 10-იდან 20 დღემდე პატიმრობას მიუსჯიან.
ტვ პირველის ფოტოკადრი
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)