|
2025-09-03 12:30:14, 2050 ნახვა
კომენტარი
პაატა მანჯგალაძე - 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე
ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა, პაატა მანჯგალაძემ განაცხადა. მანჯგალაძის თქმით, 4 ოქტომბერს ყველა უნდა გავიდეს რუსთაველზე. „რეჟიმს ეშინია, ამიტომ ბევრი პროვოკაცია იქნება. ბევრ სატყუარას შემოგვიგდებენ, რომ 4 ოქტომბრის განკითხვის და გამარჯვების დღეს როგორმე კვამლის ფარდა ჩამოაფარონ. გუშინ უსმინეთ ლევან ხაბეშვილს და ბატონ პაატა ბურჭულაძეს? რას არ ეთანხმებით? რა არ მოგეწონათ? ვის აქვს უფრო მარტივი და ცხადი გეგმა? ჩემთვის 4 ოქტომბერი არის განკითხვის დღე, რომელსაც ქართველი ერი მოუწყობს ივანიშვილის რეჟიმს იმ დანაშაულებისთვის, რაც საქართველოს დაუშავეს. წულუკიანის დასკვნა სინამდვილეში მათი საბრალდებო დასკვნაა, მტრის სურვილი, უკუღმა დანახული სიმართლე, რომელსაც საქართველო არ მიიღებს. ამიტომ 4 ოქტომბერს ყველანი რუსთაველზე. მთავარი მსაჯული იქნება ქართველი ერი და განაჩენი იქნება ქართველი ხალხის გამარჯვება“, – აღნიშნა პაატა მანჯგალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)