|
2025-09-01 23:14:07, 1614 ნახვა
კომენტარი
კობახიძე - ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ძალიან ვუფრთხილდებით. უფრო გაღრმავება გვინდა
"ჩინეთთან სტრატეგიულ პარტნიორობას ძალიან ვუფრთხილდებით, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, რათა პარტნიორობა უფრო გაღრმავდეს", - ამის შესახებ "ოცნების" პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, ამ თემაზე სპეკულირებენ ადამიანები, რომლებიც ჩინეთთან თანამშრომლობას ლამის ქვეყნის ღალატად აცხადებენ. „ჩინეთში იმართება შანხაის თანამშრომლობის ორგანიზაციის სამიტი და სწორედ ამ სამიტის ფარგლებში იმყოფებიან კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ჩინეთში და ისინი, ამავდროულად, ესწრებიან აღლუმს, ეს იყო მიზეზი იმისა, რომ კონკრეტული ქვეყნების ლიდერები ესწრებიან ამ ღონისძიებას, აბსოლუტურად ჩანს ის, თუ რა ღირებულებებით და რა პრინციპებით მოქმედებს ჩვენი ოპონენტი ძალა. რაც შეეხება საქართველო-ჩინეთის პარტნიორობას, ჩვენ გვაკავშირებს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან, რასაც ძალიან ვუფრთხილდებით. ეს არის ჩვენთვის ძალიან ძვირფასი, ძალიან მნიშვნელოვანი და შესაბამისად, კონკრეტული ნაბიჯებიც გადაიდგმება, როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური კუთხით, იმისათვის, რომ კიდევ უფრო მეტად გაღრმავდეს პარტნიორობა საქართველოსა და ჩინეთს შორის. ამისთვის მე პირადად ძალიან ბევრ რამეს გავაკეთებ“, - განაცხადა კობახიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
რა მოხდა კოპენჰაგენში რაზეც კობახიძე და სამთავრობო მედია დარდობს
ომი უკრაინაში
უკრაინა თავის ჩრდილოეთ რეგიონებს ბელორუსიიდან შესაძლო შეტევისგან თავდაცვისთვის ამზადებს.
უკრაინამ განაცხადა რუსული დრონების სასწავლო ცენტრის და 65 კურსანტის განადგურების შესახებ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
რატომ იყენებს სიტყვა „რეჟიმს“ კრიტიკული მედია და როგორ ებრძვის ივანიშვილის ხელისუფლება ტერმინებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)